რეგიონები
სოფელ ყვიბისის 800 ოჯახის ონკანებში პერიოდულად გაუფილტრავ წყალს უშვებენ [ვიდეო]
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, პერიოდულად, მდინარე ყვიბისურას გაუფილტრავად უშვებენ, რაც მის დაბინძურებას იწვევს. სოფლის 800 ოჯახის ონკანებში ატალახებული წყალი წამოვიდა, რისი მიზეზი გახდა გასულ კვირას სათავე ნაგებობასთან მეწყრის ჩამოწვა.
დაბინძურებული სასმელი წყლის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერდნენ. მათ შორისაა მერი ბლიაძე, რომელმაც შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
მოსახლეობის თქმით, ეს წყალი არც სასმელად არ ვარგოდა, არც ტექნიკური მოხმარებისთვის, ხოლო მინარევებმა ბევრს წყლის ელექტროგამაცხელებლები გაუფუჭა.
„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, ამ დროისთვის ჭუჭყიანი წყალი აღარ მოდის, თუმცა როგორც ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ქიტიაშვილმა განმარტა, სათავე ნაგებობაში გაფილტრული წყალი 6 საათში იცლება, რაც პრობლემას ქმნის.
„სათავე ნაგებობა არის უნიკალური, საუკეთესოდ გაფილტრულ წყალს ვღებულობთ, მაგრამ 24 საათში შეკრებილი წყალი ექვს საათში იცლება, ამაშია პრობლემა. როცა 400 ტონა წყალს დაცლიან ექვს საათში, შემდეგ წყალს ითხოვენ და ითხოვენ აგრესიულად. ამიტომ, იძულებული არიან, გაუფლიტრავი წყალი გაუშვან სოფელში და 18 საათი მიდის ნაგავი წყალი“, – თქვა ქიტიაშვილმა
სოფელ ყვიბისში სათავე ნაგებობა 2016–2017 წლებში შეაკეთეს. სამუშაოები 400 000 ლარი დაჯდა. ქიტიაშვილის თქმით, ახლა სოფლის დაქსელვა და გამრიცხველიანება იგეგმება და ამან შეიძლება პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


