რეგიონები
სოფელ კუმურდოში ქვაჯვრების დადგმის საკითხი არა შსს-მ, არამედ სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ - შს მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოლაპარაკებების შედეგები გახდა ცნობილი. როგორც ჯემნიუსი პარლამენტარ სამველ მანუკიანისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ახალქალაქის მერობის კანდიდატ სამველ პეტროსიანზე დაყრდნობით წერს, პოლიციასთან დაპირისპირების გამო დაკავებულ ორ პირს გაათავისუფლებენ, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმი დატოვებს სოფელს და ადგილობრივები სახლებში დაბრუნდებიან.
მოსახლეობა არ აპირებს დაშლას, სანამ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.
ადგილზე ჯერჯერობით რჩება ახალქალაქის პოლიცია.
რაც შეეხება მე-10 საუკუნის ტაძარში ქვაჯვრების დადგმას, შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ეს საკითხი არა შსს-მ, არამედ სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ.
სოფელ კუმურდოში დაპირისპირება მოსახლეობასა და სამართალდამცავეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივებმა მე-10 საუკუნის ტაძარში, წინაპრების საფლავებზე ქვაჯვრის დადგმა გადაწყვიტეს. იმის გამო, რომ შენობა კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დაცვის პოლიციამ იქ შესვლა აუკრძალა. ამის საპასუხოდ მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები დაუშინა, რის გამოც რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა.
აღნიშნული ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


