რეგიონები
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან
მარნეულში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
როგორც ჟურნალისტებს მარნეულში მდებარე „ჯეოჰოსპიტალის“ ექიმმა თეა ზარიძემ განუცხადა, ორ პაციენტს ოპერაცია დაუყოვნებლივ ჩაუტარდა და ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობას, ექიმის თქმით, მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ.
„შემოყვანილია ოთხი პაციენტი. ორი მათგანის გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა საოპერაციოში - ჩატარდა ოპერაცია და ახლა ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ მათგანთან იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მეორეს კი კიდურების დაზიანება აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, მათ რბილი ქსოვილების დაზიანება აღენიშნებათ, სტაბილურად არიან, თუმცა რჩებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა ზარიძემ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


