უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

12 ნოემბერი, 2016 13:35
font-size

სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია გაიმართა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ყოფილ ხელისუფლებას მიწების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებენ.
საუბარია 15 ჰექტრამდე ნაკვეთზე, რომელზეც სოფლის სასაფლაო უნდა ყოფილიყო, თუმცა, მათი თქმით, 2011 წელს ფართი აუქციონის წესით 8 პირზე ისე გაიყიდა, რომ ამის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იცოდნენ.

„მოთხოვნა იყო და არის ერთი რამ: რატომ მოხდა ამ მიწის გასხვისება? რა უფლებით? რატომ გაიტანეს აუქციონზე? ყველამ კარგად იცით, რომ როდესაც აუქციონზე გადის რაიმე, მოსახლეობის ინფორმირება ხდება. რატომ არ მოხდა ამ სოფლის ინფორმირება?“,-განაცხადა მედიასთან საუბარში აქციის მონაწილემ გელა მუსაევმა.

ყარაჯალას მცხოვრებლების მოთხოვნებს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გაეცნო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, მიწების აქუციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

„ავუხსენით, რომ მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია არ გააჩნია. ამის განკარგვა მოხდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. თუ მათ გააჩნიათ იმის გრძნობა, რომ არასამართლებრივად მოხდა ამის გასხვისება, შეუძლიათ შესაბამისი საჩივრით მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი