რეგიონები
სოფელ გაჩიანში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-მ სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
,,ზ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


