რეგიონები
სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება
კახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავ ვერ ხერხდება. ადგილზე ხანძრის 10-მდე აქტიური კერაა, სამუშაოებს ართულებს მიუდგომელი რელიეფიც.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაბლა, დასახლებული პუნქტისკენ მოიწევს.
მოსახლეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
„შტაბის წევრებმა მოვახდინეთ საკონტროლო შემოფრენა ართანის მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს აქტიურად და ასევე ნიადაგის დამუშავება. ხანძრის გავრცელებაზე საუბარი არ არის, ახლა შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ ხანძრის ლოკალიზებაზე,“ - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ალპურ ზონაში წვა უკვე შეჩერებულია და ამ ეტაპისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
„ცეცხლი არის ციცაბო ადგილებზე გაჩენილი და უშუალოდ მეხანძრეებს და მაშველებს უხდებათ ამ ცეცხლის კერებთან უშუალო შეხება. რაც შეეხება ალპურ ზონაში დილას გადასხმული დესანტის შედეგად, საქმემ წინ წაიწია და ალპურ ზონაში წვა უკვე შეჩერებულია და აღარ გვაქვს, ამიტომ იქ ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს და ვერტმფრენები აქტიურად მუშაობენ. დღის განმავლობაში ნისლის და დაკვამლიანების გამო ცოტა შევფერხდით, მაგრამ ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ვერტმფრენების მუშაობა,“ - აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
კოხტას მთებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და სამაშველო ავიაცია ცდილობს. განადგურებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


