რეგიონები
სოფელ აჩხოტის მოსახლეობა მიწისქვეშა მტკნარი წყლის აუქციონზე გატანას აპროტესტებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჩხოტის მოსახლეობა აპროტესტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის ელექტრონულ აუქციონზე გატანას.
ადგილობრივები აუქციონის შეწყვეტას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან.
აჩხოტელების ინფორმაციით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მათ უთხრეს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, 2016 წლის 23 აპრილს შესულია წერილი, რომლის თანახმადაც, თითქოსდა აჩხოტის მოსახლეობა ინფორმირებულია წყლის შესაძლო გაყიდვის თაობაზე და მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სინამდვილეში იმის შესახებ, რომ წყაროს წყალი რომ იყიდება, მას შემდეგ გაიგეს, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.
აჩხოტელების თქმით, მიწისქვეშა მტკნარი წყალი ერთადერთი წყაროა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ,,ეზოებში და სახლებში კი გვაქვს წყალი, მაგრამ ზამთარში ის იყინება და საერთოდ უწყლოდ ვრჩებით’’, - აცახდებენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, წყაროს წყალს იყენებს სასმელად სოფელ არშის მოსახლეობაც.
სოფელ აჩხოტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა მტკნარი წყალი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე 2017 წლის პირველ მარტს გაიტანა (ჩამოსხმის მიზნით და სხვა სამეწარმეო დანიშნულებით, კატეგორია - P, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა - 1 000 მ3/წელიწადში (ჩამოსხმის მიზნით), 2 000 მ3/წელიწადში (სხვა სამეწარმეო დანიშნულებით).
აუქციონი 10 მარტს, 18:00 საათზე უნდა დასრულდეს.
საწყისი ფასი 10 ათას 65 ლარია, ბიჯის ფასი კი 1006 ლარი და 50 თეთრი.
სარგებლობის ლიცენზიის ვადა 25 წელია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


