რეგიონები
სხვა გამოსავალი მიგვიყანს სოციალურ დაპირისპირებამდე - ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობამ მთავრობას მიმართა
ხელვაჩაურში მდებარე ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სამხედრო ბაზაზე თვითნებურად შესახლებულებმა მთავრობისგან ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და მათთვის ბინების გადაცემა მოითხოვეს.
უფლებადამცველის, თამაზ ბაკურიძის თქმით, ამ პრობლემის მოუგვარებლობა შეიძლება მოსახლეობა სოციალურ დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
„ რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო მაშინ, როცა დასახლება მცირე იყო, ამ პრობლემის მოგვარება, დღეს დასახლება გამრავლდა. ერთადერთი გამოსავალი, რათა ავიცილოთ ხალხთან დაპირისპირება და რადიკალური აქციები ისაა, რომ ტერიტორიაზე აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსები ინვესტორებთან ერთად და მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მუშახელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცეს. ამაში ვხედავ გამოსავალს, მეჩვენება, რომ სხვა გამოსავალი მიგვიყანს სოციალურ დაპირისპირებამდე“, - უთხრა ბაკურიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა 1 მარტს აქციის გამართვას აჭარის მთავრობასთან გეგმავს.
ამჟამად ხელვაჩაურში თვითნებურად დასახლებულთა რაოდენობა 2500 ოჯახს აჭარბებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


