რეგიონები
სიტყვიერი დაპირისპირების გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენიმე საათით გადაიდო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა „ევროპული საქართველოს” წევრი გელა თოლორაია საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.
მათი განცხადებით, თოლორაია მათი პარტიის სიით მოხვდა საკრებულოში და სხდომებზე დასწრების უფლებას არ მისცემდნენ.
სხდომაზე ხმაური მოყვა ენმ-ს სამეგრელოს კურატორის მურთაზ ზოდელავას მოთხოვნასაც. ის დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, კერძოდ, პირველ საკითხად სოფელ რუხისა და განმუხურის მოსახლეობის პრობლემების განხილვას ითხოვდა, რასაც საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ამ ყველაფერს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომის თავმჯდომარის თაზო ფაცაციას განცხადებით, ეს იყო სხდომის ჩაშლის მცდელობა .
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს სხდომაზე მიყვანილი ჰყავდათ მხარდამჭერები სოფლებიდან -რუხიდან და განმუხურიდან.
ენმ-ს წარმომადგენლების განცხადებით, განმუხურში გაზიფიცირების, ხოლო რუხში ინერტული მასალების კარიერების პრობლემაა. მათივე თქმით, მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწები წაართვეს.
სხდომა 17:00 საათზე განახლდება.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


