რეგიონები
შსს-ში თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერების ავტომობილის დაწვის ფაქტს ადასტურებენ
თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურის მომხრეების ავტომობილი დაიწვა.
ფაქტი ”მედიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსტერტიზა, რათა დადგინდეს, რა გახდა ავტომობილის დაწვის მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, მომდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
ცნობისათვის, თიანეთის მერობის კანდიდატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ, ჟინვალის გზაზე თავს დაესხნან და მანქანა დაუწვეს.
"არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


