რეგიონები
შსს-ს მეხანძრე-მაშველები გურიასა და იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ
შსს-ს მეხანძრე-მაშველები გურიასა და იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შსს-ს მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს–ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა, ასევე, ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


