რეგიონები
შსს-მ წითელ ხიდთან მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოსა და სოფელ ხანჯიგაზლოს მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს - შ.მ.-ს, ფ.ა.-ს, ზ.ა.-ს და ა.გ.-ს სამი მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, 800 000 რუსული რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.
,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე თავდამსხმელის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი - რ.გ. დააკავეს, დანარჩენების დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაყაჩაღარი თანხის დიდი ნაწილი ამოიღო.
გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


