უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ოქტომბერი, 2018 14:00
font-size

შსს-მ ბოლო პერიოდში მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.

ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ შეწყდა საქმე სსკ-ს 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა) ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ა.კ. თბილისის შემოვლით გზაზე დააკავეს.

აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზეა ძებნილი.

ა.კ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის „ა“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 149-ე მუხლის „ა“, „ს“, „დ“, „ფ“, „გ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და გამოძალვას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი