რეგიონები
შს მინისტრი ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.
მინისტრის განმარტებით, ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის მიზანი, უსაფრთხოების კონტექსტში არჩევნების პირველი ტურიის შეფასება იყო. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და გარდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა, სხვა თემას არ ეხებოდა.
მისი თქმით, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს.
„ჩემი მიზანი არის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების მიზნით გავიგო რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ შსს უზრუნველყოფს მშვიდ და უსფართხო გარემოს არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეს შევძელით, როგორც პირველ ტურში და შევძლებთ მეორე ტურშიც. ეს იყო ჩემთვის ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა, ასეთ დღეებს მე ვატარებ ხან ბათუმში, ხან ოზურგეთში, ხან თელავში და ასე შემდეგ. ჩემი მიზანი იყო შემეჯამებინა, როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობის ხარისხი მოქალაქეების უსაფრთხოების და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარების კონტექსტში უფრო ამაღლდეს. გამგებლებთან მეტწილად ვისაუბრე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უსაფრთხოების კონტექსტში და როგორ ჩავატაროთ მეორე ტური.
მოგეხსნებათ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია დროებითი გამყოფი ხაზი, რაც დამატებით რისკებს აჩენს და სენსიტიურობას სძენს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარების საკითხს და ჩვენ ამას განსაკუთებულ ყურადღებას ვაქცევთ“, - აღნიშნა გახარიამ.
ამასთან, შს მინისტრი ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიების დაწყებას არ გამორიცხავს, თუმცა მისივე განცხადებით, უწყებას ჯერ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.
ჟურნალისტის კითხვაზე, განმეორდება, თუ არა „ძველი ბიჭების“ მობილიზება საარჩევნო უბნებზე, ის პასუხობს, რომ არ იცის რა არის “ძველი ბიჭი”.
„მე არ ვიცი რა არის "ძველი ბიჭი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძლებს. სხვა ვერც ერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს სამეგრელოში შსს-ს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება. ასეთი ალბათობა არსებობს. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე. თუ ეს ფაქტი დაგვიდასტურდა, გარწმუნებთ, რომ შსს უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღძრავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


