რეგიონები
სეტყვამ თელავის სოფლები დააზარალა
სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კისისხევი და წინანდალი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
,,მოსავალი სულ წყალმა წალეკა და სეტყვამ ჩაიტანა. მარწვი იმდენ ჰექტარზე ჰქონდათ ხალხს და გაუნადგურდათ. ვენახები გადანგურდა და რაღა დარჩა?!“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის ზუსტ ოდენობას შესაბამისი კომისია დაადგენს.
,,დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გაგრეძელდა სეტყვა. ამჟამად მიმდინარეობს მონიტორინგი სოფლის ტერიტორიაზე.ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 10%-ზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა არამგონია, დიდად გაიზარდოს ზარალი. ამჯამად საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის“,- აცხადებს მერის მოადგილე, აკა საჩიშვილი.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


