ეკონომიკა
სემეკმა 4 კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები შეუმცირა
სემეკმა ოთხ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები შეუმცირა.
გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიიღებული.
კერძოდ, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აქამდე მოქმედი ტარიფი 14.234 თეთრი/კვტ. სთ შეადგენდა (თბილსრესის N3, 4 ბლოკები) . დღეს კი სემეკმა კომპანიას 2017 წლის ბოლომდე 10.963 თეთრი/კვტ. სთ. დაუწესა.
შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ მოქმედი ტარიფი 12.194 თეთრი/კვტ. სთ იყო(თბილსრესის N9 ბლოკი), 11.358 თეთრი/კვტ. სთ განისაზღვრა.
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ მოქმედი ტარიფი 9.056 თეთრი/კვტ. სთ - 8.056 თეთრი/კვტ. სთ. შეიცვალა „ჯიფაუერისთვის“ მოქმედი ტარიფი კი 14.120 თეთრი/კვტ. სთ იყო, ახალი ტარიფით 10.537 თეთრი/კვტ. სთ დაკორექტირდა.
სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფების შემცირება ვალუტის კურსით არის გამოწვეული.
„როდესაც ჩვენ ამ სადგურებისთვის დავადგინეთ ტარიფები 2016 წლის დეკემბრში, ტარიფში გავითვალისწინეთ კურსი 2.78 ლარის დონეზე, შესაბამისად, ეს კურსი დღესდღეობით არ გვაქვს, ამიტომ უნდა განხორციელებულიყო კორექტირება“,- აღნიშნა მილორავამ.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, მილორავამ უპასუხა, რომ ყველა კორექტირება მოქმედებს სამომხმარებლო ტარიფზე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


