რეგიონები
სემეკი და ენერგოომბუდსმენი გაზის გაზრდილი გადასახადების შესასწავლად გორში ჩავლენ
გორში „საქგორგაზის“ სერვის-ცენტრთან გამართული საპროტესტო აქციის გამო სემეკმა განცხადება გაავრცელა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, გაზის გადასახადებთან დაკავშირებით მან მოკვლევა დაიწყო.
დღეს სემეკის წარმომადგენლები და ენერგოომბუდსმენი გორში ჩავლენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
„კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები“,- აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.
გორელების ნაწილი დეკემბერში მისულ გაზის გაორმაგებულ გადასახადებს სოკარის გორის ოფისთან გუშინ აპროტესტებდა. უკმაყოფილოთა ნაწილი შენობაში შეიჭრა.
აქციები 30 დეკემბერს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი ეჭვობს, რომ გადასახადები ხელოვნურადაა გაზრდილი.
თავად სოკარის გორის სერვის ცენტრის რეგიონალური ოფისის მენეჯერმა, გიგა გრიგალაშვილმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მაღალ გადასახადები გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდასა და ტემპერატურის დაცემას დაუკავშირა.
„საქგორგაზთან“ შეკრებილებმა გრიგოლაშვილის საპასუხოდ განაცხადეს, რომ გაორმაგებულ გადასახადს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. აქციის მონაწილეებმა ენერგოომბუდსმენსაც მიმართეს. სალომე ვარდიაშვილთან შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს იგეგმება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


