რეგიონები
საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს გედეონ ფოფხაძის, დიმა ყიფიანის, ანზორ სვანიძის და სხვათა დანაშაულებრივ ქმედებაზე - ვალერი გრიგალაშვილი
თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,,2005 წლის 5 სექტემბერს საქართელოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ბორჯომის იმჟამინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა, ბორჯომის ცენტრში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს დიდი ილიას ძეგლი. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა ისეთი დრო, როცა ვინმე „უსახური“ გაბედავდა და ხელს აღმართავდა ერის მამის ძეგლზე და ვანდალურად გაანადგურებდა ძეგლსაც და ილიას სკვერსაც. სამწუხაოდ ზუსტად მეათე წლისთავზე, 2015 წლის 5 აგვისტოდან 5 სექტემბერს შორის პერიოდში განხორციელდა ეს ვანდალური აქტი და აგერ უკვე სამი წელია რაც ბორჯომში ილიას ძეგლის ნაცვლად „ტრუბაკვადრატებია“ წამომართული, რაც ბიუჯეტს უფრო ძვირი დუჯდა ვიდრე თვით ძეგლი.
ბორჯომის ორგანიზებულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ამჟამინდელ მაჟორიტარის გედეონ ფოფხაძის ხელმძღვანელობით, დიდი ილიას ძეგლი რეაბილიტაციის საბაბით წაიღეს და სანაგვეზე ამყოფებენ დღემდე. რამ განაპირობა ამ „უსახურთა“ ასეთი უგვანო ქმედება. მათ ძეგლის ვიზუალური მხარე თუ არ მოსწონდათ შეეძლოთ, მათთვის მოსაწონი ძეგლი დაემზდებინათ, გასულ წელს ბორჯომის ბიუჯეტის კუთვნილი რამოდენიმე მილიონი ლარი ვერ აითვისეს,ისე რომ ძეგლის დასამზადებელი თანხები მათ გააჩნდათ. მაგრამ მათი მიზანი არ არის ძეგლის განახლება, ეს რომ ყოფილიყო სამი წლის მანძილზე ახალ ძეგლს დადგამდნენ ბორჯომის ცენტრში. მათი მიზანია არა მხოლოდ ილიას ძეგლის მოსპობა, არამედ ილიას იდეების განადგურებაც. ვინაიდან ისინი ილიას ძეგლში ხედავენ წინა ხელისუფლებას და ამ ძეგლის ბორჯომში დადგმის ინიციატორს ნოდარ გრიგალაშვილს,მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გაბედეს ამ „უსახურებმა“ ძეგლის დემონტაჟი.
საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს გედეონ ფოფხაძის, დიმა ყიფიანის, ანზორ სვანიძის და სხვათა დანაშაულებრივ ქმედებაზე. მათ მიერ ჩადენილია ანტიქართული ქმედება, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ბორჯომს უნდა დაუბრუნდეს დიდი ილია. დანაშაულის ჩამდენმა უგნურებმა, რომლებიც „ოცნებას“ არიან ამოფარებულნი და ამიტომ არ ეშინიათ არც ხალხის და არც ღმერთის, სათანადოდ უნდა აგონ პასუხი მართლმსაჯულების წინაშე, ამასვე წერს ცნობილი პოეტი ელგუჯა მარღია თავის „.უგუნურების რობაიში“
"წმინდანის ძეგლი აუღია ფოფხაძე გედის
ამქართან ერთად...გაგონილა სიბრმავე მეტი?...
ვაი, უგუნურთ!.. მერამდენედ ჰკლავენ ილიას!-
რადგანაც შიში აღარა აქვთ ხალხის და ღმერთის!" , - წერს სოციალურ ქსელში ვალერი გრიგალაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


