რეგიონები
სასტუმრო „ველმონდი“ დაილუქა
სასტუმრო „ველმონდი“ ( ყოფილი „ლეოგრანდი“ ) დაილუქა. შენობიდან სტუმრების გაყვანა გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. ყოფილი „ველმონდიდან“ ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლევან მაისურაძის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო.
“ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების გათვალიწინება და დარღვევების გამოსწორება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ლევან მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


