რეგიონები
სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს 3 500-ლარიანი გირაო შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 3 500-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5-ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 1000 ლარს.
მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ქეთევან მირიანაშვილი, კახეთის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 დღის წინ მოათავსეს, თუმცა გულის პრობლემებით და მაღალი არტერიული წნევით იმავე დღეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებული სასამართლო სხდომაზე პირდაპირ კლინიკიდან მოიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, მირიანაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია და მკურნალობის გაგრძელებას არ საჭიროებს.
წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


