რეგიონები
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
28-31 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების მ.შ-სა და ა.შ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ოქროს (ჯამში 623,64 გრ.) და ვერცხლის (ჯამში 821,83 გრ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, საერთო ჯამში 38,840.29 ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


