მოზაიკა
საქართველოში ტემპერატურა დღეს -9 გრადუსამდე დაეცემა
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ნალექს და ყინვას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი თოვა, მაღალ მთაში ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +2, +7; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით. მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: 0, +5; მთაში -2, +3; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან -9-მდე) გრადუსი.
თბილისში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +5 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


