მოზაიკა
საქართველოში ხვალ და ზეგ უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალ და ზეგ უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +25, +30; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +10, +15 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსს მიაღწევს.
ზეგ, 1 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +21, +26 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი . იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +22, +27; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +13, +18 (ზოგან +24-მდე) გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, დედაქალაქში +25 გრადუსს მიაღწევს.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


