მოზაიკა
საქართველოში ხვალ არამდგრად ამინდს ელიან
საქართველოში 14 მარტისთვის მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
დასავლეთ საქართველოშიდროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის პირველ ნახევარში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +10, +15; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +10-მდე) გრადუსი.
თბილისში დილის საათებში ნავარაუდევია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


