მოზაიკა
საქართველოში ხვალ ამინდის გაუარესებას ელიან
სინოპტიკოსები ხვალისთვის საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს. მაღალ მთაში ნავარაუდევია თოვა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით 30 მეტრ/წამამდე. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +6, +11; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში კი, თოვლ-ჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +12, +17 (ზოგან შესაძლებელია 25 გრადუსამდე), მთაში +8, +13; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, ქალაქის გარეუბნებში 30 მეტრ/წამამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +15 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


