მოზაიკა
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 1 და 2 ივლისს +40 გრადუსს გადააჭარბებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 1 და 2 ივლისსს ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +29, +34; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +36, +41; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +40 გრადუსი იქნება.
ხვალ, 2 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +30, +35; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +35, +40 (ზოგან შესაძლებელია +42-მდე); მთაში +31, +36; მაღალ მთაში +23, +28 (ზოგან +32-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +39 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


