უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 დეკემბერი, 2025 11:55
font-size

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.

„2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1 %-ია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9 %-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია. 2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ - 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი - 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2 პროცენტს შეადგენს.

2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

27 თებერვალი, 2026 , 12:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის

იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

13 თებერვალი, 2026 , 12:30

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდ

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

20 იანვარი, 2026 , 13:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 820.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. ა

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი

14 იანვარი, 2026 , 08:54

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, – ს

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 დეკემბერი, 2025 , 12:27

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს

29 დეკემბერი, 2025 , 10:09

მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია „იგლ ჰილსის“, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში,  მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი