მოზაიკა
საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეისთვის სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დღე კი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +8, +13; მთაში +3, 8 მაღალ მთაში 0, +5 (ზოგან -5-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


