მოზაიკა
საქართველოში დღეს ცვალებად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ნალექს და დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დილის საათებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში კი თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +4, +9; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
დილის საათებში იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. მთაში კი, ნავარაუდევია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში 1, +6 (+10-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი-წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +12 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


