მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, მთაში - თოვლი, მაღალ მთაში კი, ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +1, +6 მაღალ მთაში -3, +2 (ზოგან +5-მდე) გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


