მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი მთაში თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +3, +8; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
უმეტესად ღრუბლიანი ამინდია თბილისშიც. მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +6 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


