მოზაიკა
საქართველოში დღეს ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში კი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში კი თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. კახეთის რეგიონში კი შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით შესაძლებელია 28 მეტრ/წამამდე ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთასი +4, +9; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +8-მდე) გრადუსი.
თბილისში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, ქალაქის გარეუბნებში კი, შესაძლებელია 28 მეტრ/წამამდე ქარის გაძლიერება. ჰაერის მაქსიამლური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


