მოზაიკა
საქართველოში დღეს მცირედით დათბება
მოზაიკა. ამინდი
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +5, +10; მაღალ მთაში +3, +8 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიამლური ტემპერატურა კი დედაქალაქში +11 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


