მოზაიკა
საქართველოში დღეს მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია ნავარაუდევი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +6, +11; მთაში +6, +11; მაღალ მთაში -1, +4 (ზოგან +9-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


