მოზაიკა
საქართველოში დღეს ხანმოკლე წვიმას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეს ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგოერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დილის საათებში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +30, +35, სანაპირო რაიონებში +22, +27; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც. დღის ბოლოს იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +19, +24 (ზოგან 30-მდე) გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +32 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


