მოზაიკა
საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს, მაღალ მთაში კი, ნავარაუდევია თოვა, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს.ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა. შესაძლებელია ელჭექი. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში ხვალ +13 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


