რეგიონები
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება, განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში, ასევე - ქალაქ მარტვილში, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2013-2017 წლებში 80 ათას ახალ ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი მთავრობის მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად; ახალი სამუშაოები კი დამატებით 17 517 ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშნელოვანია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


