მოზაიკა
საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 25 თებერვლისთვის უმეტესად უნალექო ამინდს, 26 რიცხვში კი, ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
ხვალ, 25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დღე ასევე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +7, +12; მთაში +8, +13; მაღალ მთაში 0, +5 ( ზოგან +10-მდე) გრადუსი.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +10 გრადუსი იქნება.
ზეგ, 26 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც, მაღალ მთაში კი თოვა და ქარბუქია ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში -1, +4 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მციორე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


