მოზაიკა
საქართველოში 4-5 მარტს ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 4 და 5 მარტისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
ხვალ, 4 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +4, +19; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +2, +7 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ზეგ, 5 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვა, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +7, +12; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვა, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში.ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +9, +14; მთაში +4, +9; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +7-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


