მოზაიკა
საქართველოში 29 და 30 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 29 და 30 ივლისისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
დღეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +27, +32 გრადუსი.
უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოშიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +33, +38; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 (ზოგან +30-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +37 გრადუსი იქნება.
ხვალ, 30 ივლისს დასავლეთ საქართველოსზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; მთაში +32, +37; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +34, +39; მთაში +32, +37; მაღალ მთაში +28, +33 გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +39 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


