მოზაიკა
საქართველოში 28 და 29 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 28 და 29 ოქტომბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +17, +22; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +1, +6 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +16 გრადუსი იქნება.
ხვალ, 29 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +16, +21; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +7, +12 (ზოგან +16-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +19 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


