მოზაიკა
საქართველოში 27 და 28 მაისს მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 27 და 28 მაისისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 27 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +25, +30; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +11, +16 (ზოგან +22-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.
ზეგ, 28 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში, სანაპირო რაიონებში დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +26, +31; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +23, +28; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


