მოზაიკა
საქართველოში 22 და 23 ივლისს ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 22 და 23 ივლისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
დღეს, 22 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც საღამოს საათებში. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.
ხვალ, 23 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +26, +31; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


