მოზაიკა
საქართველოში 17 და 18 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 17 და 18 სექტემბრისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრიწამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; მთაში +29, +34; მაღალ მთაში +25, +30 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +18, +23 (ზოგან 28-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +32 გრადუსი იქნება.
ზეგ, 18 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრიწამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +32, +37; სანაპირო რაიონებში +27, +32; მთაში +31, +36; მაღალ მთაში +26, +31 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +29, +34; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +17, +23 გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


