მოზაიკა
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 15 და 16 აპრილისთვის არამდგრად ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 15 და 16 აპრილისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
ხვალ, 15 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +10, +15; მაღალ მთაში 0, +5 (ზოგან +8-მდე) გრადუსი.
თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.
ზეგ, 16 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15, +20; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +10, +15 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დილის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +12, +17; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
თბილისში დილის საათებში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


