მოზაიკა
საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის ბოლოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
თბილისში დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


