მოზაიკა
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ/წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 15-20 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსს მიაღწევს. თბილისში დღეს 19-21 გრადუსი დაფიქსირდება, იქნება ძლიერი ქარი და დღე უნალექოდ ჩაივლის.
ამასთან, 5 ოქტომბრის საღამოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში 6 ოქტომბრიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კლებას განაგრძობს.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


