რეგიონები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 177 ფიზიკურ პირს გურჯაანში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 177 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად საკუთრებაში გადასცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 256 ერთეული სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთი.
„აღნიშნული პირები მრავალი წლის განმავლობაში ფლობენ და ამუშავებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებს, თუმცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობდა სადაზღვევო სერვისით და სტიქიის შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ ზარალის თავიდან აცილებას.
შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერების მიერ წარმოებული აგროპროდუქციის ზრდას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


