უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 დეკემბერი, 2025 13:51
font-size

საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან - მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კულტურის სამინისტროსთან ერთად, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს აქტიური ჩართულობით. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი არქიტექტორებთან, სახელოვნებო წრეებთან, მშენებლებთან, მწარმოებლებთან, რითეილერებთან მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამშენებლო და დეველოპერულ სექტორებთან თანამშრომლობა იყო.

„აქტიური თანამშრომლობა გვქონდა კერძო სექტორთან, რეგულაციის შემუშავებისას მეტწილად ვიხელმძღვანელეთ ევროპული სტანდარტებით, დეტალურად გვაქვს შესწავლილი, თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა. რეგულაციაზე მუშაობის პარალელურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონების და ქალაქების კვლევა, რათა ყველა რეგიონისთვის გვქონდეს ფაქტობრივად, დეტალური პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ისტორიული უბნები, ახალი განაშენიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ფართო სურათში საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები - სახურავების, ფასადების მასალები და ფერები და ა.შ. რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელთაც კერძო სექტორს დადგენილების პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ზურაბ წიკლაურმა კერძო სექტორს ესთეტიკური მახასიათებლების ძირითადი მოთხოვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გამახვილა, რომ ახალი რეგულაციების თანახმად, ფაქტობრივად, ორი სახის სანებართვო პრაქტიკა დაინერგება - ე.წ. სტანდარტული პრაქტიკა და მეორე - არასტანდარტული სამშენებლო ნებართვები, რაც გულისხმობს მათ შორის განსხვავებულ ფასადებს, ფერებს და ა.შ.

„სტანდარტული რეგულაციები, ფაქტობრივად, თითოეულ თქვენგანს შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალიან სწრაფი, აჩქარებული ტემპებით მოხდეს სამშენებლო პროექტის დამტკიცება მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამასთან, სურვილის და გემოვნების შესაბამისად ნებისმიერ მეწარმეს, თუ კერძო პირს შეეძლება სასურველი პროექტის აშენება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არაფერი იზღუდება - შესაძლებელი იქნება ნებისმიერი იდეის რეალიზება, იქნება ეს არქიტექტურული, საქმიანი თუ ტექნიკური საჭიროების. ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში იყოს სტანდარტიზებული იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკური იერსახეები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი