რეგიონები
,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაზის ოდოზირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებით, 25 ოქტომბერს თბილისისა და რამოდენიმე რეგიონის გაზგამანაწილებელ სადგურში გაზის ოდორანტის ტრანსპორტირება იგეგმება, რის გამოც მოსახლეობა შესაძლოა სპეციფიკურმა სუნმა შეაწუხოს. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსალოდნელი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ოდორანტის სუნი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
,,შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში ნავთლუღის გაზგამანაწილებელი სადგურის მიმართულებით. ოდორანტის ტრანსპორტირება ასევე მოხდება შპს „ბორჩალოს“ (მარნეულის რაიონი), ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის, შპს „ჩირინა 3“-ისა და ვაზიანის (გარდაბნის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების სუნი, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის”, - ნათქვამია განცხადებაში.
მარი ნამგალაძე
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


